[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / მედია

მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილება - თამთა მიქელაძე

წყარო

მთავარი

"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ძირითადად გაიზიარა ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ მიმდინარე პროცესის მიმართ გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის დარღვევა, რომელიც პროცედურული ვალდებულებების ნაწილში სტრასბურგმა დაადგინა სიცოცხლის უფლების ქვეშ. აქ ისმის ძალიან მძიმე კრიტიკა გამოძიების მიმართ იქნება ეს პროკურატურა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ევროპული სასამართლო პირველად ხაზს უსვამს იმას, რომ საქმის გამოძიების პირველ ეტაპზე, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღება მოხდა - როგორიც არის ხელყუმბარა, ტელეფონი, დაირღვა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი და იმ ორგანომ ჩაატარა ეს მოქმედებები, რომლის ბრალეულობის საკითხი გამოძიებას უნდა შეეფასებინა", - ამბობს, თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“