[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / მედია

ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმა

EMC-ის იურისტი ლელა გვიშიანი სტუმრად გადაცემაში "რეალური სივრცე" EMC-ის მიერ მომზადებული კვლევის ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმაზე და მისი იმპლემენტაციის პროცესის შესახებ.

►"EMC-იმ რეფორმის იმპლემენტაციის ერთი წლის თავზე შეაფასა ქმედუნარიანობის რეფორმა და ამ რეფორმის შესწავლის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა გამოკვლეული და გამოვლენილი ხარვეზების კუთხით. კანონმდებლობა შესაძლოა ითქვას, რომ შეესაბამება კონვენციის სტანდარტებს და არსებითი ხარვეზები არ არსებობს ამ კუთხით, თუმცა ყველაზე მთავრი რაც ძველ მოდელს ახასიათებდა ეს არის ნების ჩანაცვლების მექანიზმი და სასამართლო პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს მექანიზმი დღესაც მოქმედებს. კარგი კანონმდელობის პირობებშიც ამ მექანიზმის არასწორი იმპლემენტაციის შედეგად დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით. ნების ჩანაცვლების ძველ მოდელში მეურვეები სამეურვეო პირის ნების გარეშე გამოხატავდნენ მათ ნებას და დღეს სასამართლო იგივე უფლებებს ანიჭებს მხარდამჭერებს. შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი შემთხვევები - როცა მხარდაჭერა ენიშნება ყველა უფლებაში პირს, აგრეთვე არის შემთხვევები როცა მხარდასაჭერ სფეროებში მხარდმჭერს შეუძლია მათ ნაცვლად იმოქმედოს. რაც შეეხება ამ რეფორმის აღსრულების ნაწილს, ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად მოეძიებინა რესურსები და სწორად მიემართა რეფორმის იმპელემენტაციისთვის, რადგან არ არსებობს მხარდამჭერის სისტემა მათ შორის არც ინსიტუტციური თვალსაზრისით. ჩვენმა კვლევამ აჩვენა რომ ამისთვის არ არსებობს არც მატერიალური, ფინანსურსი და ადამიანური რესურსი."

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“