საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC-ს იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეებზე საუბრობს.
"სახელმწიფოს მთავარი არგუმენტი მაჩალიკაშვილის საქმეში მისი მხრიდან გამოყენებულ ძალასთან დაკავშირებით არის ის, რომ თითქოს და თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა და, როდესაც სპეცრაზმი შევიდა მის ოთახში, დასაკავებლად, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი შეეცადა, რომ ხელყუმბარა გაეაქტიურებინა, აეფეთქებინა და ამის საპირისპიროდ სპეცრაზმელმა გამოიყენა პროპორციული ძალა. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ნამდვილად შეეძლო ჰქონოდა ხელყუმბარა, ნამდვილად ცდილობდა მის გააქტიურებას. თუმცა, ამ ეტაპისთვის რა მასალებსაც გავეცანით, მსგავსი წარმოდგენა ნამდვილად არ იქმნება, პირიქით, არაერთი საქმის მასალა და ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან ხელყუმბარის გააქტიურებაზე და საერთოდ მის ფლობაზე საუბარი გარკვეულ სამართლებრივ შეუსაბამობებს წარმოქმნის".
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 იანვარს, EMC-მ, ევროსასამართლოსგან ოფიციალურად ეცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ე.წ. სადავო პროცედურების განხილვა დაიწო. განცხადება სრულად: http://bit.ly/304VLrs
EMC აფასებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმების, მათ შორის, სასჯელის მოხდის გადავადების გამოყენებას საჭიროდ მიიჩნევს. განცხადება სრულად: http://bit.ly/2tbSWZR
ინსტრუქცია