[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / მედია

გურო იმნაძე - ნარკოპოლიტიკაზე

წყარო

რუსთავი 2

"მოზარდების მიმართ სახელმწიფოს უნდა ქონდეს მკაფიო და ქმედითი პოლიტიკა და პროგრამების სისტემა, რომ თავიდან ავიცილოთ ადრეულ ასაკშივე ნარკოტიკული საშუალების, აზარტული თამაშების თუ მსგავსი ქცევების აქტიური შემოსვლა მოზარდის ცხოვრებაში. დღეს, ჩვენ ამის სერიოზული პრობლემები გვაქვს. მთელი აქცენტი გადატანილია სისხლის სამართლის სფეროში. დასჯა არის მარტივი გამოსავალი, მაგრამ ნაკლებად იძლევა ხოლმე შედეგებს. განათლების სამინისტრო ძალიან არაქმედითია ამ მიმართულებით. პოლიციელზე იმედის დამყარება, რომ ის გამოავლენს დანაშაულს და დასჯის ყველას არ არის სწორი. ყველა რგოლი, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, მშობლების პასუხისმგებლობა უნდა იყოს ჩართული", - EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, გურო იმნაძე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“