გურამ იმნაძე მიმდინარე დაკავებებზე: "დღეს მოქალაქეებს აკავებდნენ განურჩევლად იმისა, იყო თუ არა მათგან მცდელობა რაიმე უკანონო მოქმედებების ჩადენის. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, დაკავებულების ადვოკატებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა შესულიყვნენ პოლიციის შენობაში და გასაუბრებოდნენ დაკავებულების, გაეწიათ მათთვის სამართლებრივი კონსულტაციები, რაც ასევე არის სერიოზული პრობლემა".