საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ალბათ რამდენიმე დღის შემდეგ პუტინი მარტო დარჩება, კრემლში გაემგზავრება და თავისი ჯოჯოხეთის შიდა ამბებში ჩაერთვება. ერთი სიტყვით, ბოროტებას არ აცადეს ტრიუმფით ტკბობა.
საინტერესო რომ იყოს, ამისათვის უნდა გახადო ტრენდული. ძალიან ცუდად განვითარებადი სიუჟეტი შესაძლოა ხელიდან გავიდეს, გააჩნია ამას ვინ უყურებს, შენი მხრიდან ფუსი რაიოთის ცემა, როგორც კაზაკთა მაჩოიზმის გამოვლინება ალბათ დასაფასებელი, საამაყოც კი არის, სხვისთვის კი სამარცხვინოა.
მთელი ეს დღეებია ტელევიზიით, ფეისბუკით, თვითერით მიდის კამათი და მსჯელობა იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ევროპაში ასეთი მძიმე სურათი არ უნახავთ, ბერკუტელების მიერ გამოყენებული ძალა შეიძლება შევადაროთ მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ ჩადენილ ქმედებებს, მაშინაც ასე იყო, სამი წლის წინ, ქალაქ ბენღაზში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა ლიბიის შეიარაღებულმა ძალებმა, იარაღის დიდი ნაწილი კი რუსული კალაშნიკოვი იყო, ადვილი მისახვედრია თუ რა შედეგით დასრულდა ორმოცდაორწლიანი მმართველობა.
დღეს კი კიევის ცენტრში იგივე იარაღით ამჯერად უკრაინელი სპეცრაზმელები იწონებდნენ თავს, უკრაინის მთავრობა და ერთი მუჭა რეგიონელების პარტია, რომელთაც, ჩემი ერთი ასაფჰანისა არ იყოს, ბადექონი მოერღვათ, უფრო სწორად - შემოერღვიეს.
შესაძლებელია კი რომელიმე იდეოლოგიით ან წინასწარი ფეხების ბაკუნით განსაჯო, თუ ვინ ისვრის კიევში? არა. ამას უნდა უყურო და მოისმინო - ეს სახელმწიფოა, ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანის გამონათქვამს თუ დავესესხებით, იანუკოვიჩს ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი. ამ სისხლის მხარდამჭერი კი მხოლოდ და მხოლოდ ვალოდიაა, თავისი იმპერიული მანქანა კარგად მუშაობს - გამოსახულება ეკრანზე - იმპერია უკრაინას არ დათმობს, სიტყვით რომ არა უკრაინელი ექსტრემისტები…
ვინმე წარმოიდგენდა პრეზიდენტი იანუკოვიჩის ამხელა გაბედულობას? ის ხომ სულ რამდენიმე წელია რაც სათავეშია. იოლია დათმო ძალაუფლება, როცა ორმოცდაორი წელი მართავ ქვეყანას, ხოლო შენ როცა სულ რამოდენიმე წელია ხელისუფლებაში ხარ, ეს მეტად ადვილია. აქ კი ყველაფერი ცალსახაა, 1985 წლის დათუნია როცა შენთანაა (რეკლამა იყო მგონი ასეთი).
რამდენიმე დღის წინ ერთი მოხუცი ქალი გავიცანი, ოვალური ჩანთით და რუსული იერით, რომელთანაც ხელშეკრულება უნდა დამედო. თავიდან, როცა ჩემი პირობები შევთავაზე, გაჯიუტდა და ცხვირი აიბზუა, ხოლო როცა მოვრიგდით, გადამკოცნა, ხელს არ მიშვებდა და ასე მითხრა - ზაფხულში ჩემთან მოდი, კარგი ბაღი მაქვსო. მისი ეს ქმედება თავიდან უცნაურად აღვიქვი, როგორ შეიძლება ადამიანმა ასე შეიცვალოს სახე, როცა სულ რამოდენიმე წუთის წინ გაბღუზული მიყურებდა. შემდეგ კი ყველაფერი გავაანალიზე და მივხვდი, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მე ამ ადამიანის სუვერენიტეტს შევეხე, როცა ვაჭრობა დავუწყე, ვინაიდან ფასზე უკვე შეთანხმებული ვიყავით.
მაიდანელთა ჯგუფი კი არ გაბრაზდა, არამედ გაგიჟდა და ეს სიგიჟე ქუჩაში გადმოიტანა. ისინი მოატყუეს და გასცეს, სპეკულაციის საგნად აქციეს, რაზეც სრულიად სამართლიანად იმოქმედეს. ამ მოქმედებას კი ამ წუთებში ხალხი ეწირება, მაგრამ უკან დასახევი გზა არ არსებობს. რატომ არ არსებობს? ვერანაირი არგუმენტი აქ ვერ შეეწინააღმდეგება ამ სურვილებს, დაწყებული ვაშინგტონის კონსესუსზე იდიოტური ღლიცინით მემარცხენეების მხრიდან, დამთავრებული მემარჯვენეთა მოძრაობებზე Russian Today-ს სიუჟეტებზე აპელირებით, რომელთაც, მგონი, ევრაზიის მოკავშირე ქართველობაც არ უყურებს. სავარაუდოდ, ინგლისური არ იციან და იმიტომ.
ყველაზე კარგი, რაც მე ამ დღეების განმავლობაში აღმოვაჩინე, არის დასავლური მედიის მიერ ოლიმპიადის ჩაშხამება პუტინისადმი. ის ხომ შვიდი წელი ემზადებოდა ამისთვის. ადამიანური კატასტროფების ღიად ჩვენებით, ფუსი რაიოთის ცემის კადრებით, რომელიც ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, როგორ უნდა გაბედო ტოლოკონიკოვასთვის ხელის დარტყმა? რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელ საღამოს მიღებული მესიჯით ჟურნალ ეკონომისტისგან, მათ გარეკანზე ხელებგაშლილი ადამიანი ცეცხლის ფონზე დგას, ჟურნალის გარეკანზე კი წარწერაა - Putin’s inferno.
ეკონომისტმა ყველაფერი გადაფარა და ალბათ ყველაზე დაწყნარებული ადამინის აზრის დეპონირებაც კი მოახდინა, ლაკონურად, ყველასათვის გასაგებ ენაზე. ეს კი ყველაზე მეტად მუშაობს, რაც კი შეგვიძლია დავუპირისპიროთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, არის ხალხის ყურამდე მესიჯის მიტანა, ყურში ყვირილი, თუ რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს დღეს.
პესიმისტი ვარ ისეთი აქციების მიმართ, რომელიც არაფერს ცვლის და საერთოდ არაფერს არ შეცვლის მომავალში, მძინარე, მუჭა ლიბერალური საზოგადოების დგომა ძველი პარლამენტის შენომის მისადგომებთან. ყველაზე კარგი რამ დღეს გავიგე ამ აქციების ერთ-ერთ აღწერაში, თურმე ისინი ფულს აგროვებენ მაიდანზე გასაგზავნად, რაც ერთობ ძალიან კარგი მანიფესტაციაა ყველანაირი ცინიკური ერის მიღმა სამყაროდან.
დღეს დილით მიღწეული შეთანხმები საფუძველზე, იანუკოვიჩი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს და კოალიციური მთავრობის ფორმირებას დაიწყებს. მაიდანელებმა თავისი გაიტანეს და სახელმწიფოს ტექნოკრატიულ აპარატს კიდევ ერთხელ ცალსახად დანახეს, რომ მთავარი არის სურვილის ტრიუმფი, რომელიც უკვე ცალსახად ჯიბეში უდევს უკრაინელებს. პუტინისთვის კი ეს უკანასკნელი ოლიმპიადის ჩაშხამება არის, ოლიმპიადის, რომელიც ძალადობაზე და ადამიანების ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული.
ალბათ რამდენიმე დღის შემდეგ პუტინი მარტო დარჩება, კრემლში გაემგზავრება და თავისი ჯოჯოხეთის შიდა ამბებში ჩაერთვება. ერთი სიტყვით, ბოროტებას არ აცადეს ტრიუმფით ტკბობა.
ინსტრუქცია