[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / მედია

EMC სოფელ ვეძათხევის მაცხოვრებლების ინტერესებს სტრასბურგში იცავს

ავტორი:

გადაცემა „P.S"

წყარო

რუსთავი 2

სოფელი ვეძათხევი მეწყრული საშიშროების მაღალი რისკის ზონაა. 2015 წელს სიცოცხლისთვის არსებული საფრთხის გამო, სახელმწიფომ სოფლიდან გაასახლა 8 ოჯახი, თუმცა, განსახლებაზე უარი უთხრა ნაბისი ზვიადაურის ერთსულიან, ასევე ვეფხვია არდოტელისა და ლია ზვიადაურის ოჯახებს.

EMC-იმ სოფელში დარჩენილი ამ პირების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე, "პოსტსკრიპტუმის" სიუჟეტში აღნიშნავს, რომ: "სახელმწიფომ დაარღვია ორი ოჯახის, სულ სამი მოსახლის უფლება სიცოცხლეზე, პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე და ასევე უფლება, რომელიც გულისხმობს ეფექტურ საშუალებებზე წვდომას“.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“