საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოფო ვერძეული შსს-ში ძალაუფლების კონცენტრაციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად პოლიტიზების რისკი არსებობს. მისი თქმით, სამინისტროს მყარი პოლიტიკური ვეტიკალი აქვს.
როგორც ვერძეული ამბობს, პოლიტირების რისკი განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროშია საშიში, რომელსაც ლეგიტიმური ძალაუფლების გამოყენების უფლება აქვს.„სამინისტრო ბუნებრივად არის მიდრეკილი იმისკენ, რომ დახურული უწყება იყოს. ამასთან, სამინისტროში პასუხისმგებლობის არაეფექტიანი სისტემა არსებობს. უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა, რომლის მიმართ ნდობა იქნება“, - აღნიშნავს ვერძეული.
ვერძეული საჭიროდ მიიჩნევს ძალუფლებისა და მმართველობის დეკონცენტრაციას. მისი თქმით, შსს-ს უშიშროება უნდა გამოეყოს და მათი ურთიერთობისრეგულირებისთვის შესახებ მკაცრი რეგლამენტი გაიწეროს.სოფო ვერძეულის თქმით, აუცილებელია ღია მმართველობის პრინციპის დანერგვა, ინფორმაციის მიმოცვლის წესის დარეგულირება და ეფექტიანი, პასუხისმგებლობის მქონე სისტემის შექმნა.
იურისტი გენერალური ინსპექციის რეფორმის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოძიებისა და პროკურატურისგან დისტანცირებული იქნება.
ინსტრუქცია