საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
16 ივლისს EMC-მ ახალი კვლევა: „ნარკოპოლიტიკა საქართველოში - შეჩერებული რეფორმა და ახალი ტენდენციები“ წარადგინა.
კვლევაში მიმოხილულია ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკის, საკანონმდებლო ჩარჩოს და სისხლისსამართლებრივი პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, EMC-კიდევ ერთხელ ითხოვს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის, ან შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან.
EMC-ს კვლევას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/32tdx8P
ინსტრუქცია