საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც ანტიდისკრიმინაციულ კანონპრეოქტს განიხილავენ, სასულიერო პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ სიტყვით გამოსვლისას სასულიერო პირები გააკრიტიკა და ეკლესიას თავისი ადგილის დაკავებისკენ მოუწოდა:
“ლგბტ ჯგუფი საქართველოში ყველაზე მცირე, სუსტი და დაუცველი ჯგუფია. თქვენ, თუ არ გჯერათ, რომ ამ ადამიანებზე ჩვენს საზოგადოებაში ადგილი აქვს ძალადობას, თქვენ უბრალოდ მეტი უნდა მოუსმინოთ იმ ადამაინებს, ვისაც ეს პრობლემები აქვს, ან იმ ადამიანებს, ვინც ამ ჯგუფზე მუშაობს. ჩემთვის ქრისტე არის არა ის სასულიერო პირი, რომელიც დომინირებას ცდილობს და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას, არამედ ის, ვინც აღიარებს ადამიანს, როგორც უმაღლეს ღირებულებას.”
პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზით იწუნებენ როგორც არასამთავობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რადმენიმე წევრი და მღვდლები. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მოცემული ფორმა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. ისინი აღსრულების ნაწილში კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ჯონდი ბაღათურია, ისაკაძე და ლორთქიფანიძე კი პირიქით, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ზედმეტად მკაცრია, რადგან დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც განიხილავს. ისინი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ.
ინსტრუქცია