კონფლიქტი აფხაზეთის რეგიონში: ქართული და აფხაზური ნაციონალიზმების დაპირისპირება 1989-2012 წლებში (ინსტიტუტების და ინსტიტუციური აქტორების ანალიზი)

ხელმძღვანელი: ალექსანდრე კუხიანიძე
ავტორი: დავით მაცაბერიძე
გვერდების რაოდენობა: 287
ორგანიზაცია: ივნაე ჯავახიშცილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტი
ნაშრომი ძირითადად კონცენტრირებულია “ნაციონალიზმში ორგანიზაციის როლის შესწავლაზე, სადაც ნაციონალიზმი განხილულია როგორც ურთიერთქმედება, ერთი მხრივ, არსებულ ნაციონალურ/სახელმწიფო წესრიგს, ხოლო მეორე მხრივ, იმ ძალებს შორის, რომელთაც დამანგრეველი და გამანადგურებელი მოვლენების პროვოცირებით მისი შეცვლა ან დამხობა სურთ” (Gel’man, 2008, გვ. 19). კვლევა წარმოაჩენს ნაციონალიზმსა და ინსტიტუტებს შორის არსებულ კავშირებს აფხაზეთში პოსტსაბჭოთა დაპირისპირების წარმოშობის პროცესში, სხვადასხვა მასალების (საჯარო გამოსვლების სტენოგრამები, ოფიციალური დადგენილებები, საგაზეთო სტატიები და სხვ.) ანალიზის საფუძველზე.