[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ბიბლიოთეკა / კვლევა

კანონიერი ქურდების სუბკულტურის გავლენა მოზარდების სოციალიზაციაზე პოსტ-საბჭოთა საქართველოში

ვახტანგ კეკოშვილი  

Library Cover Image

ხელმძღვანელი:  ემზარ ჯგერენაია

ავტორი:   ვახტანგ კეკოშვილი

გვერდების რაოდენობა:  159

V.Kekoshvili-PhD_1570528113.pdf

მიუხედავად იმისა, რომ "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიამ" (2005) კანონიერი ქურდების სუბკულტურის გავლენისაგან პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების სწრაფი განთავისუფლება განაპირობა და "ქურდების" შესახებ საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი რწმენა წარმოდგენებიც შეარყია, სუბკულტურა მოზარდების სოციალიზაციის პროცესში აქტუალობას არ კარგავს. კამპანიის შემდეგ, თითქმის ათი წლის თავზე, 2013-2015 წლებში ეთნოგრაფიული მეთოდით მოზარდების თამაშების დაკვირვების შედეგად გამოირკვა, რომ თამაშების მონაწილეები ციხის კონტექსტიდან გადმოტანილ კანონიერი ქურდების სუბკულტურის ნორმებსა და მახასიათებლებს იმეორებენ. რატომ თამაშობენ მოზარდები კრიმინალურ თამაშებს ? და რა მნიშვნელობა და ფუნქცია აქვს მას სოციალიზაციის პროცესში? ამ სადისერტაციო ნაშრომში აღნიშნულ კვლევით კითხვაზე გავცემ პასუხს. თამაშის სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიაში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით თამაშები ბავშვების სამომავლო ცხოვრებისთვის მომზადებას ემსხურება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კანონიერი ქურდების სუბკულტურა მოზარდებისთვის სამომავლო ცხოვრების პერსპექტივადაც არ გამოდგება და ამის შესახებ მოზარდების რაციონალური განსჯები მეტყველებს.კანონიერი ქურდების სუბკულტურა არც სასურველი სუბკულტურული კაპიტალის ფორმად განიხილება. უფრო მეტიც, კრიმინალური თამაშები არ არის ხოლოდ მასკულინური სოციალიზაციის საშუალება. თამაშის მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენილი დაუწერელი კანონები(გაგება) და კრიმინალური სამყაროს შესახებ ფაქტობრივი ცოდნა კი მუდმივი კამათისა და განსჯის საგანი გახლდავთ. მიუხედავად ზემოთ წარმოდგენილი მოცემულობისა, კრიმინალური თამაშები დროის გაყვანის, სოციოკულტურული ცოდნისა და კულტურული მიკუთვნებულობის საშუალებად მაინც რჩება.

V.Kekoshvili-PhD_1570528113.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“