საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ხელმძღვანელი: გიგი თევზაძე
ავტორი: თამარ ბრეგვაძე
გვერდების რაოდენობა: 151
ორგანიზაცია: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ზოგადი განათლების სისტემამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. რეფორმის წარმატების შეფასების მცდელობები, ძირითადად, ფოკუსირებულია ფორმალური ზოგადი განათლების ორ ასპექტზე - სახელმწიფო და კერძო სკოლებზე. მოცემული ნაშრომი ყურადღებას ზოგადი განათლების ჩრდილოვან მხარეზე - კერძო რეპეტიტორობაზე ამახვილებს. იგი აღწერს კერძო რეპეტიტორობის მასშტაბებს, განმაპირობებელ ფაქტორებსა და ეფექტებს საქართველოში მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვის, ისევე როგორც დაინტერესებულ მხარეთა მიერ მოწოდებულ თვისებრივ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიგნებები გამოყენებულია: ა) ფორმალური ზოგადი განათლებისა და კერძო რეპეტიტორობის პარალელური სისტემების ურთიერთქმედების შესწავლისათვის და ბ) ზოგადი განათლების ჯამური ეფექტიანობის შეფასებისათვის.
ინსტრუქცია