[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ბიბლიოთეკა / კვლევა

ფარდობითი დეპრივაცია და ფერადი რევოლუციები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

ნინო მაჩურიშვილი  

Library Cover Image

ხელმძღვანელი:  დავით აფრასიძე

ავტორი:   ნინო მაჩურიშვილი

გვერდების რაოდენობა:  132

N.Machurishvili-PhD_1571140351.pdf

სადოქტორო ნაშრომი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ფერადი რევოლუციების შესახებ კვლევების ნაწილია და მოწოდებულია შეაფასოს ფაქტორები, რომლებსაც გავლენა გააჩნდათ საზოგადოების გადაწყვეტილებებზე წინარევოლუციურ პერიოდში საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში. კვლევის მიზანია განიხილოს პოლიტიკური და მატერიალური დეპრივაცია როგორც სოციალური პროტესტის საფუძველი საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციის წინა პერიოდში, ფარდობითი დეპრივაციის თეორიული ჩარჩოს ფარგლებში, ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე, ჯინის ინდექსსა და მატერიალურ დეპრივაციას შორის კავშირის გათვალისწინებით. კვლევა ემყარება თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგიას, საბაზისო მეთოდოლოგიურ მიდგომას წარმოადგენს შემთხვევის ანალიზი (case study). ნაშრომში განხილულია ანონიმური ჩაღრმავებული ინტერვიუები, რომლებიც შეგროვებულია პროექციული ტექნიკის გამოყენებით, რესპონდენტები გაერთიანებულნი არიან ოთხ ჯგუფში, ფერადი რევოლუციებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიმართ მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ასევე, განხილულია სამეცნიერო წყაროები და რაოდენობრივი მონაცემები. გარდა სამი დამოუკიდებელი შემთხვევის ანალიზისა (იგულისხმება საქართველო, უკრაინა და ყირგიზეთი), კვლევის შედეგების სანდოობის გაზრდისა და დასკვნების განზოგადების მიზნით, აღწერილია სერბეთის შემთხვევა და 90-იან წლებში სამოქალაქო პროტესტი აღმოსავლეთ ევროპის სხვა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში. ძირითადი საკვლევი ჰიპოთეზის გადამოწმებასთან ერთად, ნაშრომი მოიცავს ალტერნატიული ჰიპოთეზების გადამოწმებასაც.

N.Machurishvili-PhD_1571140351.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“