[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

სოციალური უფლებების სკოლა

25სექ

Cover image

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ორგანიზებით, 10-13 სექტემბერს, სოციალური უფლებების სკოლა გაიმართა.
 
სკოლაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა მიიღეს.
 
სოციალური და ეკონომიკური უფლებების შინაარსის, საერთაშორისო სტანდარტების, ასევე, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სიმწირის ფონზე, სკოლა მიზნად ისახავდა, მონაწილეებისთვის მიეწოდებინა თემატური ცოდნა და მიეცა მათთვის შესაძლებლობა, არაერთ მწვავე საკითხზე სფეროში მომუშავე ადამიანებთან ერთად ემსჯელათ.
 
სკოლის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა:
  • სოციალური და ეკონომიკური უფლებების არსი და მათი ისტორიული განვითარება;
  • შრომითი უფლებები და დასაქმების ხელშეწყობა;
  • სიღარიბე და სოციალური დაცვის სისტემა;
  • სათანადო საცხოვრებლისა და ჯანმრთელობის უფლებების განხორციელება;
  • გარემოსდაცვითი უფლებების რეალიზაცია.
 
სკოლის ჩატარება შესაძლებელი გახდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“