[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2 კვლევის პრეზენტაცია

14დეკ

Cover image

14 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა:

  • "ტყიბულელ ქალთა ცხოვრების, შრომისა და  მიგრაციის თავისებურებები"
  • "ექსტრაქტივიზმი და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა ტყიბულში".

თუ პირველი ანგარიში ხაზს უსვამს ტყიბულის გამორჩეულ მახასიათებლებს, კონკრეტულად კი მის ერთ, ამოწურვად ბუნებრივ რესურსზე დამოკიდებულობას, მეორე კვლევა ტყიბულის დღევანდელ მდგომარეობას ხედავს როგორც ეროვნულ, ხშირ შემთხვევაში კი გლობალურ დონეზე მიმდინარე პროცესების ანარეკლს. მთლიანობაში, ეს ორი კვლევა ცდილობს მიმოიხილოს ტყიბულელ ქალთა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ყოფის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები, მათი კავშირი ერთმანეთთან და მათი ზეგავლენა ქალაქის ყოველდღიურობაზე.

კვლევების მიხედვით, ტყიბულელი ქალები სიღარიბის გამო ტოვებენ სახლებს და სამუშაოდ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მიემგზავრებიან, რის გამოც ირღვევა სოციალური ქსოვილი.

სოციალური უპერსპექტივობის გარდა, ადგილობრივი ქალები, შესაძლოა, ოჯახში ძალადობის რისკის წინაშეც იდგნენ. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რადგან შახტაში მუშაობა ძირითადად კაცების საქმიანობად აღიქმება და ტყიბულელი ქალები ძირითადად შინ შრომით არიან დაკავებულნი, ეს ყოფა თავისთავად მოიაზრებს სხვაზე ფინანსურად და ემოციურად დამოკიდებულებას, რაც მნიშვნელოვანწილად ამცირებს ძალადობისაგან თავის დაღწევის ალბათობას.

კაცებისთვის არ არსებობს მოპოვების გარდა ალტერნატიული დასაქმების სივრცეები. გენდერული განსხვავება და უთანასწორობა სწორედ მოპოვებით ინდუსტრიას შემოაქვს. ამ მხრივ, ქალები განსაკუთრებით დისკრიმინირებულები არიან.

სივრცეები, სადაც ქალები არიან დასაქმებულნი იმდენად დაბალანაზღაურებადია, რომ მათ მაინც კაცების დაქვემდებარების ქვეშ, ან უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“