საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
10აპრ
10 აპრილს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა ნამახვანის ჰესის პროტესტს და არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ნორმებს.
დღის პირველ ნახევარში სოლიდარობის პლატფორმის წევრები შეხვდნენ ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ლიდერებს, ვარლამ გოლეთიანს და მირზა ნოზაძეს, რომლებმაც სოლიდარობის პლატფორმის წევრებს გაუზიარეს მათი პროტესტის არსი და სულისკვეთება.
დღის მეორე ნახევარში ბესარიონ ბოხაშვილმა ისაუბრა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხზე არსებულ საერთაშორისო სტანდარტებზე, კონვენციებზე და რეკომენდაციებზე
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.
პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ახორციელებს.
ინსტრუქცია