19-20 დეკემბერს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა ლიტერატურაში და ხელოვნებაში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების პორტრეტებს და სახეხატებს.
შეხვედრების პირველ დღეს გიორგი მაისურაძემ და ოქტაი ქაზუმოვმა ისაუბრეს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების პორტრეტები ლიტერატურაში და რომანტიზებულ მზერებზე მათ შესახებ. ხოლო, ნათელა გრიგალაშვილმა წარმოადგინა ფოტოგრაფის ლინზით დანახული უხილავი აჭარის ხილული სახეხატები.
შეხვედრების მეორე დღეს გოგი გვახარიამ და თეო ხატიაშვილმა ისაუბრეს მულტიკულტურალიზმის და ცივილიზაციების ჰიბრიდულობის შესახებ ფარაჯანოვის ხელოვნებაში.
ორივე დღის ბოლოს, სოლიდარობის პლატფორმის წევრებმა კოლექტიურად განიხილეს მოხსენების დროს გამოთქმული მოსაზრებები და შეაჯამეს შეხვედრები.
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.
პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს.