[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოლიდარობის პლატფორმის შეხვედრა

06სექ

Cover image

5-6 სექტემბერს სოლიდარობის პლატფორმის მორიგი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა საჯარო ცხოვრებაში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მონაწილეობას. შეხვედრების ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს ნაირა გელაშვილმა და გიორგი თარხან-მოურავმა თემაზე: როგორ მოვედით აქამდე? საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკა 1990-იან და 2000-იან წლებში. ასევე, მოხსენებები წაიკითხეს EMC-ის მვკლევარებმა, თეონა ფირანიშვილმა და ქამრან მამედლიმ.
 
ღონისძიების ფარგლებში, პლატფორმის წევრებმა განიხილეს “2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის“ სტრატეგიული დოკუმენტი და მოამზადეს შენიშვნები და მოსაზრებები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ღონისძიების ერთ-ერთი პანელის ფარგლებში სოლიდარობის პლატფორმის მონაწილე აქტივისტებმა აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე ჯავახეთიდან და პანკისიდან მოწვეულ ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს საკუთარი წუხილები გაუზიარეს, თუ როგორ [არ] ჩანს არადომინანტური ჯგუფების გამოწვევები მედიაში?
 
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.
 
პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით EMC ახორციელებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“