საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
06აპრ
5 აპრილს, დილის 4 საათზე, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში გარდაიცვალა 6 მეშახტე:
გოგი რაფავა - 58 წლის
ელგუჯა ბოჭორიშვილი - 51 წლის
ბესიკ გურგენიძე - 49 წლის
მირზა ქურციკიძე - 45 წლის
გიორგი ბოჭორიშვილი - 27 წლის
პავლე გამეზარდაშვილი - 25 წლის
2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.
2017 წელს 47 გარდაიცვალა და 106 მძიმედ დაშავდა.
აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.
ტყიბულში მეშახტები ყოველ დღე სასიკვდილო ომში მიდიან. მათ არ იციან დაბრუნდებიან თუ არა შინ სამუშაო ადგილებიდან. ამასობაში შპს "ჯი აი ჯი"-ს კომპანია და საქართველოს მთავრობა მუშებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ღირსებას წირავენ საწარმოს საქმიანობას, ამუშავებენ უკიდურესად მძიმე პირობებში: არაა დაცული უსაფრთხოების ბაზისური გარანტიები, ხელფასები კი ძალიან დაბალია. ტყიბულში მცხოვრები ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის ქვანახშირის მაღარო შემოსავლის ერთადაერთი წყაროა და ისინი იძულებულები არიან გარისკონ საკუთარი თავი ექსპლოატაციისთვის, სიცოცხლის და დასახიჩრების რისკებისთვის.
4 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომპანიის ადმინისტრაცია ცდილობს მომხდარი ტრაგედია დააბრალოს მიწის ქანების მოძრაობას და ის უბედურ შემთხვევად შეაფასოს. თუმცა, მიწის ქანების გააადგილების ფაქტი სპეცაიალისტების მხრიდან არ ფიქსირდება. ამასთან ამ მსჯელობაში უგულებელყოფილია ბუნების დაზიანების ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს არსებითი მიზეზი მსგავსი შემთხვევების. ადმინისტრაციას სურს მომხდარი ტრაგედია არ დაუკავშიროს შრომის პოლიტიკისა და ინდუსტრიულ ზონებში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემას და გადაფაროს საკუთარი პასუხიმგებლობა და დაასუსტოს პოლიტიკური წინააღმდეგობა.
მშრომელი ადამიანები დღეს საქართველოში განწირულები არიან სიღარიბისთვის, ექსპლოატაციისთვის, დაზიანებისა და გარდაცვალებისთვის. მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ეწინააღმდეგება პროგრესულ პოლიტიკას, რაც მოემსახურება საქართველოში მცხოვრები ადამიანების და განსაკუთრებით მშრომელი ადამიანების კეთიდლდღეობასა და სოციალურ სამართლიანობას. ეკონომიკური პოლიტიკა არსებითად გათვლილია ინვესტიციებზე, საიდანაც მიღებული დოვლათი ხმარდება მცირე ეკონომიკურ ელიტებს და არა ადგილობრივ მოსახლეობას.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირ ბლოკავს და შემდეგ აჭიანურებს ქვეყანაში უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პოლიტიკის შემუშავებას. მომხდარ ტრაგედიაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს და მის სახეს დიმიტრი ქუმსიშვილს.
მოვითხოვთ:
1.გადაგდეს დიმიტრი ქუმსიშვილი დაკავებული პოლიტიკური თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკის გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას. ის უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და სოციალურ სამართლიანობას და არა კონკრეტული ბიზნეს-ელიტების ინტერესებს.
2.აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმა, რაც გულისხმობს ტყიბულის ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რაც უზრუვნელყოფს მოსახლეობის ნაკლებად დამოკიდებულებას ქვანახშირის წარმოების სისტემაზე.
მოგიწოდებთ ყველას, რომ ხვალ, 6 აპრილსს, 17:00 საათზე, შემოგვიერთდეთ მსვლელობაზე, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისაკენ გაიმართება.
ამგვარი უსამართლობა აღარ უნდა განმეორდეს!
ინსტრუქცია