[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

სოფელ ტურცხში იურიდიული დახმარების შეხვედრა

04მაი

Cover image

2023 წლის 4 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის მოსახლეობას იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს. შეხვედრა  ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ  ტურცხში ცხოვრობს 759 ადამიანის  აქედან  მოსახლეობის 98.8 %   არის  ეთნიკურად სომეხი.

მოსახლეობისთვის გაწეული სამართლებრივი კონსულტაციის დროს გამოიკვეთა, რომ მათთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს  საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი.მოსახლეობის უმეტესობა დაბადებულია საქართველოში და იყვნენ მოქალაქეები, თუმცა, წლების წინ სხვა ქვეყნებში შრომითი მიგრაციის გამო დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა და ახლა ვეღარ ახერხებენ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას სახელმწიფო ენის არასათანადოდ ფლობის გამო.  აღნიშნულის საპირისპიროდ კი მოსახლეობის განმარტებით, ახალქალაქის სკოლებში ძალიან დაბალია სახელმწიფო ენის სწავლების დონე

საქართველოს მოქალაქეობის არ ქონის გამო მოსახლეობა ვერ სარგებლობს სახელმწიფოს სოციალური და ჯანდაცვის სერვისებით და უსახსრობის გამო საჭიროების შემთხვევაშიც კი ხშირად ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, ვერ იტარებენ სათანადო მკურნალობას

მოსახლეობის განმარტებით, ადგილზე პრობლემურია მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხები, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობა წლების განმავლობაში ტრადიციულად ფლობს მიწის ნაკვეთებს, თუმცა, რადგან არ გააჩნიათ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი  დოკუმენტები.  აღსანიშნავია, რომ მიწის ნაკვეთებს მოსახლეობა ვერც  იჯარის გზით იღებს, რადგან იჯარასთან დაკავშირებული ინფორმაცია მათთვის გასაგებ მშობლიურ ენაზე არ არის ხელმისაწვდომი და უცნობია რა პერიოდში, რა პირობებით გასცემს კონკრეტულ ნაკვეთს სახელმწიფო იჯარით.

შეხვედრის მიმდინარეობისას პრობლემად დასახელდა სოფელში არსებული  ინფრასტრუქტურული პრობლემები. კერძოდ,   სოფელში არ არის   სასმელი  და  სარწყავი წყალი.  სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან, ფეხით კილომეტრების გავლა უწევთ წყლის მოსატანად. მოსახლეობის განმარტებით მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სასმელის წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ.  სოფელ ტურცხში ასევე  პრობლემას წარმოადგენ გზა, ზამთრის პერიოდში მოსახლეობას ძალიან უჭირს გადაადგილება. სოფელში არ  მოძრაობს  შიდა ტრანსპორტის ცენტრამდე, რის გამოც კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ ექიმთან მისასვლელად  და წამლების შესაძენად.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კვლავ აგრძელებს სამართლებრივი დახმარების შეხვედრების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვან ქალაქებსა და სოფლებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“