[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

შუქრუთელების სოლიდარობის აქცია

26სექ

Cover image

შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
 
შუქრუთელები, რომლებიც თბილისში, პარლამენტთან აქციის გასამართად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ, ღამესაც აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე უმძიმეს პირობებში ათევენ, ხოლო ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია მათ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოშიმშილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ღამეს ღია ცის ქვეშ, წვიმაში ათევენ, ყოველდღიურად მძიმდება და სამედიცინო დახმარებას სულ უფრო და უფრო ხშირად საჭიროებენ.
 
სოფელ შუქრუთში შექმნილ მდგომარეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ. გარდა იმისა, რომ მოპოვებითი საქმიანობა საჯარო რეგულირების საგანია და “ჯორჯიან მანგანეზის” შემთხვევაში ლაპარაკია არა რიგით კერძო კომპანიაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზიით აღჭურვილ კორპორაციაზე, დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია 2017 წლიდან სახელმწიფოს მართვაში იმყოფება. მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის პირობები ამ დრომდე შეუსრულებელია, ხელს სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი აწერს.
 
აშკარაა, რომ შექმნილი ვითარება, ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, დადგეს უფრო მძიმე შედეგები და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც უკვე 20 დღეზე მეტია შიმშილობენ, კრიტიკულად გაუარესდეს.
 
შესაბამისად, არსებითია ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დააკმაყოფილოს შუქრუთელების მოთხოვნები და წამოიწყოს პროცესი, რომელიც ადგილობრივების სამართლიანი კომპენსირების გარანტიებს შექმნის. 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“