[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

შეხვედრა სოლიდარობის პლატფორმის წევრებსა და რიონის ხეობის მცველებს შორის

15მაი

Cover image

15 მაისს სოლიდარობის პლატფორმის წევრები რიონის ხეობის მცველებს ესტუმრნენ. შეხვედრის ფარგლებში, რიონის ხეობის მცველებმა ისაუბრეს მათი გამოწვევების შესახებ და სოლიდარობის პლატფორმის წევრებს გაუზიარეს მათი პროტესტის არსი და სულისკვეთება. სოლიდარობის პლატფორმის წევრებმა, თავისმხრივ, ისაუბრეს მათ რეგიონებში ჰესების მშენებლობის პრობლემურ პრაქტიკებზე და მის გარემოზე ზეგავლენაზე. ამასთანავე, პლატფორმის წევრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ხეობის მცველებს.
 
სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.
 
პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ახორციელებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“