[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

სასკოლო უსაფრთხოებაზე კვლევების პრეზენტაცია

04ივლ

Cover image

4 ივლისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარადგინა სასკოლო უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის კვლევები.

  • სასკოლო უსაფრთხოება - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების ანალიზი - https://shorturl.at/adfJ9 
  • სკოლის პოლიტიკა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - https://shorturl.at/hnst5 
  • დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა საქართველოში - https://shorturl.at/gmPQ7 

სასკოლო უსაფრთხოების კვლევამ აჩვენა, რომ „უსაფრთხო სკოლის“ ქართული მოდელი ეყრდნობა უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ მიდგომას. ვიდეო-მონიტორინგი, მეტალოდეტექტორები, მანდატური და სასკოლო დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზა, ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომელიც არ შეესაბამება „უსაფრთხო სკოლის“ თანამედროვე მიდგომებს. აღნიშნული ნეგატიურად აისახება, მათ შორის, ქვეყანაში მოქმედ დანაშაულის პრევენციის პოლიტიკაში სასკოლო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ინტეგრაციაზე.

დოკუმენტები შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და პასუხისმგებლიანი საზოგადოების მხარდასაჭერად“ ფარგლებში. პროექტი ემსახურება ქვეყანაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“