2023 წლის 14 დეკემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ნარკოტიკულ დანაშაულებზე უფლებების ჩამორთმევის მექანიზმის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სათემო/საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე მოწვევა გაეგზავნათ საჯარო უწყებებსაც, თუმცა მასში მონაწილეობა მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენლებმა მიიღეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გააცნო დამსწრე ექსპერტებს უფლებების ჩამორთმევის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ძირითადი გამოწვევები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. შემოთავაზებულ ცვლილებებზე შედგა დისკუსია. დამსწრე ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული ცვლილების პროექტს და აღნიშნეს, რომ პროექტი ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბიექტების უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.