საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
27მარ
2018 წლის 27 მარტს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და კავშირი „საფარის“ ორგანიზებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის პირველადი შედეგები (2016-2017 წწ). მონიტორინგის შედეგების ანგარიში შეეხებოდა ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებს. ანგარიში, რომელიც წარმოადგენს ერთიანი კვლევის ნაწილს, ხორციელდება რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგს.
ინსტრუქცია