[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

საჯარო შეხვედრა სოფელ ხიხანში

02თებ

Cover image

2020 წლის 2 თებერვალს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სოფელ ხიხანში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) საჯარო შეხვედრები გამართა და სამართლებრივ და სოციალურ საკითხებზე ადგილობრივ თემს საკონსულტაციო და საინფორმაციო დახმარება აღმოუჩინა.

საკონსულტაციო შეხვედრების დროს ადგილობრივი თემისთვის განსაკუთრებით საინტერესო სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში რეგისტრაციისა და სოფელში სამედიცინო სერვისის მიღებს საკითხები იყო. ჩვენ ადგილობრივებს კონსულტაციების გავუწიეთ ჯანმრთელობის, საკუთრების უფლების, სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

იურისტებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაცია სოციალურმა მუშაკმა გაუწია, რომელიც შესაბამისი საჭიროებების მქონე ადამიანებს სახელმწიფოს სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დაეხმარა სერვისის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლაში. ამასთან ერთად, სოფლის მაცხოვრებლებს, EMC-ის მიერ მოწვეულმა ექიმმა ონკოლოგიური დაავადებების რისკების, გამომწვევი ფაქტორებისა და პრევენციული მიდგომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ჩაუტარა ექოსკოპიურ გამოკვლევები და ინდივიდუალურ კონსულტაციები.

სოფლის მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად დაიგეგმა კოლექტიური მიმართვების წარდგენა და ადვოკატირება პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების წინაშე.

სოფელ ხიხანში ხულოდან 90-იან წლებში ქვემო ქართლში გადმოსახლებული ეკომიგრანტი ოჯახები ცხოვრობენ. სოფელში უკიდურესად მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა და ადგილობრივ თემს მიწის და წყლის ბაზისურ რესურსებზე წვდომა აქვს შეზღუდული.

სოფელ ხიხანში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2TMe2ZH

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“