საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
08ნოე
8 ნოემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა დისკუსია თემაზე: "ეთნიკური უმცირესობები და განათლების პოლიტიკა".
შეხვედრის მიზანი იყო განათლების სფეროში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებული სისტემური გამოწვევების შესახებ ფართო დისკუსიის წარმართვა. მით უფრო მაშინ, როცა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად დაიწყეს განათლების სფეროში არსებული სირთულეების შესახებ აქტიური საუბარი.
ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ადამიანის ბაზისური უფლებაა. სწორედ ხარისხიანი განათლება არის ერთ-ერთი ძირეული მექანიზმი, რომელიც სოციალური განვითარების, უთანასწორობის დაძლევისა და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის პირობებს ქმნის.
საქართველოს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები საერთოა ყველა მოქალაქისთვის. ხარისხიან განათლებაზე წვდომა სულ უფრო უთანასწორო ხდება რეგიონების სკოლებისთვის, დედაქალაქისა და დიდი ქალაქების სკოლებთან, და მით უფრო კი კერძო სკოლებთან შედარებით. თუმცა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად დაბალი და კიდევ უფრო უთანასწოროა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის.
ბოლო წლების განმავლობაში, განათლების სამინისტრო აქტიურად საუბრობს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომელიც მოიცავს ბილინგვური განათლების პროგრამების აქტიურ დანერგვას სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში, ასევე გარკვეულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების პროგრამებში.
პანელი I - სად ვართ და საით მივდივართ?
მომხსენებლები:
მოდერატორი: ქამრან მამედლი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
პანელი II - ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები, საჭიროებები და წუხილები საგანმანათლებლო სივრცეებში
მოდერატორი: თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია