[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

საჯარო დისკუსია - დევნილობა, გარიყულობა და ხმაწართმეულობა – დევნილების გამოცდილება საქართველოში

01მარ

Cover image

1-ელ მარტს, 12:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:
„დევნილობა, გარიყულობა და ხმაწართმეულობა – დევნილების გამოცდილება საქართველოში.“
 
 
დისკუსიის მიზანი იყო ზამირ კვეკვესკირის ტრაგიკული გარდაცვალებისა და პროტესტისადმი სოლიდარობის გამოხატვა, დევნილთა საჭიროებების, უფლებებისა და ინტერესების საზოგადოებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრში წამოწევა, ასევე ამ მიმართულებით პარტიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მობილიზაციის ხელშეწყობა.
 
დისკუსიის ფარგლებში დევნილი თემის წევრებმა და ექსპერტებმა იმსჯელეს დევნილთა სოციალურ და პოლიტიკურ გარიყულობაზე, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის გამოწვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დევნილთა განსახლების პოლიტიკა, შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 32 წლის შემდეგაც დევნილი ოჯახების ნახევარი კვლავ განუსახლებელია, ხოლო ასეულობით ოჯახი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს, სადაც საცხოვრებლის მინიმალური სტანდარტებიც კი არ არის დაცული.
 
განსახლების მოლოდინში მყოფი დევნილები გადიან უსასრულო, არაგამჭვირვალე და არაგანჭვრეტად პროცესს, რაც მათ მუდმივ იმედგაცრუებასა და ღირსების შელახვას იწვევს. დევნილები სოციალურად და ეკონომიკურად ორმაგად მოწყვლადი ჯგუფი არიან, რომლებმაც ჩაგვრის, სიღარიბის, არაღიარებისა და სოციალური მარგინალიზაციის უმძიმესი გამოცდილება მიიღეს.
ყოველდღიური დაუცველობისა და გაღრმავებული სიღარიბის ფონზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროპაგანდა მშვიდობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე რეალობას მოკლებულია და საზოგადოებრივი პრობლემების იგნორირებას ახდენს.
 
მომხსენებლები:
ნანა გოგოხია – უფლებადამცველი
მარიამ ჯანიაშვილი – ადამიანის უფლებათა მკვლევარი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ვერო მელუა – აქტივისტი, დევნილი აფხაზეთიდან
ლელა ჯობავა – მკვლევარი, დევნილი გალიდან
მოდერატორი:
თამთა მიქელაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“