საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
01ივლ
1 ივლისს, 10:30 საათზე, სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა გამართა კონფერენცია თემაზე: “რა გავლენა აქვს სიღარიბესა და სოციალური დაცვის სისტემას დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში?”
მისამართი: სასტუმრო მერკური თბილისი ძველი ქალაქი, თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 9.
სიღარიბე საქართველოს მოსახლეობის წინაშე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში მთავრობას არ გადაუდგამს ნაბიჯები იმგვარი სოციალური დაცვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მოქალაქეების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფდა.
მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირდებოდა, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდებოდა. 2024 წლის მაისის მონაცემებით, 665 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემაში წლების მანძილზე რჩებოდა.
სიღარიბე და არასათანადო სოციალური დაცვა არამხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევას იწვევდა, არამედ ამძაფრებდა მოსახლეობის მოწყვლადობას პოლიტიკური მანიპულაციის მიმართ, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახებოდა დემოკრატიის ხარისხზე.
ღონისძიების მიზანი იყო სიღარიბისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართების გაანალიზება, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის მასშტაბების განხილვა და იმ კითხვაზე პასუხის მოძებნა, თუ ვის აძლევდა ხელს სიღარიბე და სოციალური დაცვის სისტემის გაუმართაობა ქვეყანაში.
დღის წესრიგი:
10:30 – 11:00 – რეგისტრაცია, ყავა/ჩაი
11:00 – 11:15 – შეხვედრის გახსნა
მომხსენებლები:
სალომე შუბლაძე — სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი
მარსელ როთიგი — დირექტორი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, საქართველო
11:15 – 12:50 – პანელი I: სიღარიბე და სოციალური დაცვის პოლიტიკა საქართველოში – არსებული კონტექსტი და სისტემური გამოწვევები
მომხსენებლები:
ვახტანგ ნაცვლიშვილი — მკვლევარი
მერაბ ქართველიშვილი — პლატფორმა “კომენტარი”
მარიამ ჯანიაშვილი — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
დისკუსიას მოდერაციას უწევდა სალომე შუბლაძე
12:50 – 13:40 – სადილი
13:40 – 15:20 – პანელი II: ვის აძლევდა ხელს სოციალური დაცვის სისტემის გაუმართაობა?
მომხსენებლები:
დიმიტრი ცქიტიშვილი — საქართველოს პროგრესული ფორუმი
თამთა მიქელაძე — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ლიკა ჩხეტიანი — მკვლევარი
დისკუსიას მოდერაციას ისევ სალომე შუბლაძე უწევდა
15:20 – 15:30 – შეხვედრის შეჯამება
ღონისძიების გამართვა შესაძლებელი გახდა ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია