[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

პანელური დისკუსია - „საარსებო შემწეობა საქართველოში: სისტემის ანატომია, მიზნები და ძირითადი გამოწვევები“

19დეკ

Cover image

19 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პანელური დისკუსია გამართა - „საარსებო შემწეობა საქართველოში: სისტემის ანატომია, მიზნები და ძირითადი გამოწვევები“.

დისკუსიის მიზანი იყო, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ საარსებო შემწეობის სისტემის ფუნქციონირების საკითხებზე უკანასკნელ პერიოდებში ჩატარებული კვლევების მიგნებების დაინტერესებულ საზოგადოებამდე მიტანა და სოციალური დაცვის პოლიტიკაზე მსჯელობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებთან კავშირში.

ღონისძიების მეორე პანელის ფარგლებში არსებული დისკუსია სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების შუქზე სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებს შეეხო. კერძოდ, სოციალური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე აქტორებმა ისაუბრეს უსახლკარო ადამიანების, შშმ პირების, ხანდაზმულების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისა და ბავშვების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარებაც ქვეყნისთვის უპირობო პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

ღონისძიების გამართვა შესაძლებელი გახდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“