[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

ოთხი ქართული ორგანიზაცია ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს

20თებ

Cover image

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის მხარდაჭერას.

20 თებერვალს საიამ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და სტუდია მონიტორმა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ - გახსნით ღონისძიებას უმასპინძლეს.

ღონისძიება პროექტის მიზნებს, მოსალოდნელი შედეგებსა და აქტივობებს დაეთმო. გაიმართა პანელური დისკუსია საქართველოს მხრიდან მართლმსაჯულების რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით.

პროექტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“