30 მაისს სოფელ ბუშეტში "მასწავლებელთა ქსელის" მონაწილეები და ქვემო ქართლის სათემო ცენტრების წარმომადგენლები შალვა ამონაშვილს და პაატა ამონაშვილს შეხვდნენ. შალვა და პაატა ამონაშვილებმა ისაუბრეს სწავლებისა და ბავშვების აღზრდის ჰუმანურ მეთოდებზე. შალვა ამონაშვილი ცნობილი ფსიქოლოგი და პედაგოგია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ექსპერიმენტული სწავლის მეთოდებით. პაატა ამონაშვილი ფსიქოლოგი, სოციოლოგი და პედაგოგია.
შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ქვემო ქართლში მასწავლებლების, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტების და სათემო ცხოვრების გაძლიერება და მხარდაჭერის" ფარგლებში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ახორციელებს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.