[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

თანასწორობის პოლიტიკა / ღონისძიებები

"მასწავლებელთა ქსელის" ლექციების ციკლი

18აპრ

Cover image

18 აპრილს "მასწავლებელთა ქსელის" ფარგლებში მორიგი ლექციები გაიმართა. მოხსენებები წაიკითხეს ანთროპოლოგმა ქეთევან გურჩიანმა, რელიგიის მკვლევარმა სოფო ზვიადაძემ და კონფლიქტების მკვლევარმა ნათია ჭანკვეტაძემ. ლექციები ეხებოდა სკოლებში ისტორიის სწავლების რელიგიასთან გადაჯაჭვულობას, მულტიკულტურალიზმის თეორიებსა და პრაქტიკას, კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობის მშენებლობას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ლექციები ჩატარდა შერეულ ფორმატში, მონაწილეების ნაწილი ლექციებს ფიზიკურად ესწრებოდა, მეორე ნაწილი კი ვირტუალურად.

„მასწავლებელთა ქსელი“ ქვემო ქართლის, აჭარისა და პანკისის რეგიონში მომუშავე მასწავლებლებს აერთიანებს. ქსელის მიზანია სათემო და სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული მასწავლებლების გაძლიერება და მასწავლებლებს შორის ინტერეთნიკური და ინტერრელიგიური დიალოგის წახალისება.

ქსელის მონაწილეებს რამდენიმე კვირაში ერთხელ უტარდებათ ლექციები დემოკრატიის, ისტორიის, სამართლიანობის, სოლიდარობის, ნაციონალიზმის, სათემო ცხოვრების, მულტიკულტურალიზმის საკითხებზე, ასევე უფრო პრაქტიკულ თემატიკაზე, როგორიცაა სწავლების ახალი მოდელები, ტექნიკები და სხვა.

„მასწავლებელთა ქსელის“ ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ქვემო ქართლში მასწავლებლების, როგორც სოციალური ცვლილებების აგენტების და სათემო ცხოვრების გაძლიერება და მხარდაჭერის" ფარგლებში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ახორციელებს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“