საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
22ოქტ
თბილისი, 22 ოქტომბერი, 2024 - საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ღონისძიება გახსნა: „ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე ძლიერი ზედამხედველობა აუცილებელია ძლიერი და მედეგი დემოკრატიისთვის - ეს არის ერთ-ერთი ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თანმხლებია. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებზე სუსტი სასამართლო და საპარლამენტო ზედამხედველობა, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, არის გამოწვევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებისთვის“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ, ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირებისას ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესებაზე. მან აღნიშნა, რომ ამ პროცესში პოლიტიკურ ნებას მნიშვნელოვანი როლი აქვს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გააანალიზა საკანონმდებლო ჩარჩო პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ თვალთვალის ღონისძიებების გამოყენებაზე. კვლევამ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოკვეთა, მათ შორის:
CRRC-საქართველომ 2023 წელს „ფეისბუქზე“ მონიტორინგის ოთხი ტალღა ჩაატარა, რომელიც უკავშირდებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გარშემო მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას. ძირითადი მიგნებები მოიცავს:
დასკვნები წარედგინა მრავალფეროვან აუდიტორიას, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამართლის ექსპერტებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსს.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/.
პროექტის შესახებ
დოკუმენტები მომზდდა პროექტის „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი. პროექტის მთავარი მიზანია უსაფრთხოების სექტორის მონიტორინგის სისტემის გაძლიერება და ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვის გაუმჯობესება პრაქტიკაში, რომლის მიღწევასაც ის ცდილობს ანალიტიკის, ადვოკატირებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აქტივობებით.
ინსტრუქცია