[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

კვლევის პრეზენტაცია-„საგამოძიებო სისტემის ანალიზი“

04აპრ

Cover image

2018 წლის 4 აპრილს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) და „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ“ (სიფა) სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ერთობლივი კვლევის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი კვლევა - „საგამოძიებო სისტემის ანალიზი“, ეხებოდა საგამოძიებო უწყებების ინსტიტუციურ მოწყობას, გამოძიების პროცესში გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხს, ინდივიდუალური გამომძიებლების კვალიფიკაციისა და მომზადების დონეს, ასევე, პროკურორის როლთან,  გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კვლევა, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივის დახმარებით, ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მიმოიხილავს სხვა ქვეყნების სამართლებრივ სისტემებსა და გამოცდილებას, აგრეთვე საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის კუთხით არსებულ ვითარებას. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია რელევანტური ნორმატიული აქტები.

კვლევის ავტორებმა ღონისძიების დამსწრეებსა და მედიას წარუდგინეს საკუთარ ხედვა საგამოძიებო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებასთან დაკავშირებით. მომხსენებლებმა ასევე განიხილეს ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

ორგანიზატორებთან ერთად, ღონისძიება გახსნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) ხელმძღვანელის მოადგილემ, ნილ ვაინშტაინმა, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს  ადამიანის ფულებების პროგრამის მენეჯერმა, გიორგი ჩიტიძემ.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“