[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

ქალი მოსამართლეების მონაწილეობით, სასამართლო სისტემაში გენდერული ბარიერების დაძლევის გზებზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16ნოე

Cover image

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) ორგანიზებით, ქალი მოსამართლეების მონაწილეობით, 2018 წლის 16-18 ნოემბერს,  ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა, ქალი მოსამართლეების გაძლიერების მხარდაჭერასა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის გზებზე დისკუსიის ინიცირებას. შეხვედრისას, ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ისაუბრეს ქალი მოსამართლეების როლზე, სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდის პროცესში. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სასამართლო სისტემაში, მენეჯერულ პოზიციებზე, ქალი მოსამართლეების წარმომადგენლობის გაზრდისა და  ქალი მოსამართლების წინაშე მდგარი ბარიერების დაძლევის სტრატეგიები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 15 ქალმა მოსამართლემ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს სასამართლოებიდან.

 

„სამუშაო შეხვედრა ძალიან ინფორმაციული აღმოჩნდა. ეს განაპირობა როგორც კარგად შერჩეულმა თემატიკამ, ისე მომხსენებლებმა.  დიდი ბრიტანეთის მოსამართლემ ქალბატონმა ანისა დანჯიმ, რომელიც ასევე ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია, გაგვიზიარა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში, მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ასოციაციის საქმიანობის შესახებ, გვესაუბრა ქალების როლსა და მნიშვნელობაზე მართლმსაჯულების სისტემაში. შეხვედრის მიმდინარეობისას გაჩნდა რამდენიმე იდეა მართლმსაჯულების სისტემის შიგნით ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად, რომლებიც, იმედია, განხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიურად აისახება სასამართლო სისტემის მუშაობაზე“ - აღნიშნა სამუშაო შეხვედრის დასასრულს ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

სალომე აჩბა, კომუნიკაციების მენეჯერი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC), [email protected]

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“