საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
24აპრ
24 აპრილს, 17:00 საათზე EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი დისკუსია ლაივში: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ჭარბი ძალაუფლება და სუსტი ანგარიშვალდებულება".
მომხსენებლები:
მოდერატორი - გურამ იმნაძე: EMC-ს მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი
დისკუსია მიზნად ისახავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, მისი უკონტროლო ძალაუფლების კრიტიკულ ანალიზსა და არსებული ანგარიშვალდებულების მექანიზმებზე მსჯელობას.
15 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა პარლამენტს. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს საკანონმდებლო ორგანომ სუს-ის საქმიანობის ეფექტიანობა და კანონიერება, თუმცა დოკუმენტი ძირითადად ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლება, რაც შეუძლებელს ხდის მის საქმიანობაზე ზუსტი წარმოდგენის შესაქმნელად. ამავდროულად, დოკუმენტში პრობლემურად არის წარმოჩენილი ეთნიკური უმცირესობების და კონფლიქტური რეგიონების საკითხები, აგრეთვე გასული წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური მოვლენები.
ჭარბი ძალაუფლების ფონზე, სუს-ი წარმოადგენს უკიდურესად დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებას, რომლის მიმართ არსებული საპარლამენტო ანგარიშვალდებულების მექანიზმები საკმარისად ვერ უზრუნველყოფს უწყებაზე ეფექტიან გარე-ზედამხედველობას. ფართო კომპეტენციების ხარჯზე, უწყება არსებით გავლენას ახდენს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებზე და ბოლო წლებში, არაერთი კონკრეტული შემთხვევა გვახსენდება, სადაც სამსახურის საქმიანობას პირდაპირი და ხისტი ჩარევა მოჰყვა ადამიანის უფლებებში.
სუს-ის გავლენის ზრდის ფონზე, რიგი საკითხები წარმოჩნდება მხოლოდ უსაფრთხოების და უშიშროების პრიზმაში, რა დროსაც იგნორირებულია კონკრეტული ჯგუფების თუ ინდივიდების სოციალური, კულტურული თუ სხვა ტიპის საჭიროებები და მახასიათებლები. უსაფრთხოების მზერის გაფართოება, საბოლოო ჯამში, ისევ კონტროლისა და რეპრესიის მექანიზმების საჭიროებას უსვამს ხაზს და ხელს უწყობს კონტრტერორისტულისახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
15 აპრილს წარმოდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნული პრობლემები მეტ-ნაკლები სიცხადით აირეკლება. ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ კრიტიკულად გაანალიზდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს არსებული ძალაუფლებრივი კომპეტენცია, უწყების ანგარიშვალდებულების მექანიზმები და ის საფრთხეები, რაც სოციალურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხების მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში ხედვას უკავშირდება.
დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა შემდეგ ძირითად საკითხებს დაეთმო:
ინსტრუქცია