[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია - „სათანადო საცხოვრებლის უფლება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში“

27ივნ

Cover image

დღეს, 27 ივნისს, ჩვენმა ორგანიზაციამ გამართა დისკუსია - „სათანადო საცხოვრებლის უფლება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში“.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების შეფასება და ამ მიმართულებით შესაძლო სამომავლო პერსპექტივების დანახვა.

დისკუსიის ფარგლებში საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, სახელმწიფო უწყებებმა, აქტივისტებმა, მკვლევრებმა და სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • ქვეყანაში საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების პროცესი;
  • გამოსახლების პოლიტიკა და არსებული გამოწვევები;
  • საცხოვრისის პოლიტიკა შშმ პირთა საჭიროებების ჭრილში;
  • დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

ღონისძიება გაიმართა ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“