საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
20დეკ
20 დეკემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამართა დისკუსია: „სასამართლო რეფორმა და ევროპული ინტეგრაცია“.
ღონისძიებაზე, მათ შორის, წარმოდგენილი იყო ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და განხორციელებულ საკანონმდებლო თუ საკადრო ცვლილებებს.
ღონისძიებაზე მოხსენებები გააკეთეს სოფო ვერძეულმა და დავით ზედელაშვილმა. სოფო ვერძეულმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებული სასამართლო რეფორმების ხარისხსა და შინაარსზე, რა ცოდნას ემყარებოდა ისინი, რამდენად ჩართულობითი და დემოკრატიული იყო პროცესი და რა უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით სამომავლო რეფორმების განხორციელებისას. დავით ზედელაშვილმა ისაუბრა ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული სასამართლო რეფორმების შესახებ აკადემიური და საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივიდან, როგორი უნდა იყოს არსებული სასამართლო ხელისუფლების რეკონსტრუქცია ინსტიტუციურ და პერსონალის დონეზე.
ინსტრუქცია