[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მართლმსაჯულება და დემოკრატია / ღონისძიებები

დისკუსია: საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი

22მაი

Cover image

22 მაისს, 17:00 საათზე, EMC-ს ფეისბუქ გვერდზე გაიმართა მორიგი ონლაინ დისკუსია: "საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი - არსებული გამოცდილების ანალიზი"

მომხსენებლები:

  • თორნიკე გერლიანი - EMC-ის მკვლევარი
  • თამარ სამხარაძე - EMC-ის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი;
  • გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
  • ზაალ ანდრონიკაშვილი - ლიტერატურათმცოდნე;

მოდერატორი: გურამ იმნაძე- EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი

საგანგებო მდგომარეობა უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ განსაკუთრებულ გამოწვევებს, რა დროსაც, არაორდინალური ვითარების გამო, ხელისუფლება სათანადოდ ვეღარ ასრულებს მის კონსტიტუციური უფლება-მოვალეობებს. საგანგებო მდგომარეობა არის პოლიტიკურ-სამართლებრივი სივრცე, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლება აღიჭურვება განსაკუთრებული უფლებამოსილებებით, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში (ან მის კონკრეტულ რეგიონში) წესრიგის აღდგენა და წარმოქმნილი გამოწვევების ეფექტიანად განეიტრალება. ეს არის ერთგვარი დროებითი მექანიზმი, რომელიც ახლო პერსპექტივაში ცვლის კონსტიტუციურ-სამართლებრივ და პოლიტიკურ ბალანსს აღმასრულებელი ხელისუფლების რადიკალურად გასაძლიერებლად, რათა სამომავლოდ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა და კეთილდღეობა.

ვირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ქართული დემოკრატიისა და კონსტიტუციონალიზმის განვითარებისთვის. ამავდროულად, აღნიშნული გამოცდილება არაერთი მიმართულებით იძლევა კრიტიკული შეფასებებისა და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.

საგანგებო მდგომარეობის დასრულების პირობებში, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის სამართლებრივი თუ პოლიტიკური გამოწვევები, რომლებიც ამ პერიოდში გამოჩნდა. მით უფრო, რომ აღნიშნული გამოწვევები საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად, ავტომატურად არ გაქრება და მათ კვლავაც შეუძლია გავლენის მოხდენა ქართულ დემოკრატიულ და პოლიტიკურ ვითარებაზე.

დისკუსია მიზნად ისახავდა სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში საგანგებო მდგომარეობის ქართული გამოცდილების და რისკები გააზრებას.

დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა შემდეგ საკითხებს დაეთმო:

  • საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოწესრიგება;
  • კარანტინი, იზოლაცია და პანდემიასთან ბრძოლის სადამსჯელო მექანიზმები;
  • ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის დროს;
  • ძალაუფლებრივი ბალანსი საგანგებო მდგომარეობისას და ამ მდგომარეობის პოლიტიკური მნიშვნელობა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“