[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური პოლიტიკა / ღონისძიებები

დისკუსია - "ნამახვანჰესი: წინააღმდეგობის გამოცდილება და ენერგეტიკის სამომავლო პერსპექტივები"

17ივნ

Cover image

17 ივნისს, 17:00 საათზე FB LIVE დისკუსია გამართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სახელწოდებით - "ნამახვანჰესი: წინააღმდეგობის გამოცდილება და ენერგეტიკის სამომავლო პერსპექტივები".

მოხსენებები:

  • ლელა რეხვიაშვილი, სამართლიანი ენერგოპოლიტიკსთვის: ნამახვანჰესი და დომინანტური იდეოლოგიური დისკურსები
  • დათო ჭიპაშვილი, მწვანე ალტერნატივა: მდგრადი განვითარება და ენერგეტიკა ნამახვანჰესის შემდეგ
  • გიორგი ცინცაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ნამახვანჰესი და ენერგეტიკული რეფორმა
  • მარგალიტა არაბიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: საქართველოს ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა

მოდერატორი: თათული ჭუბაბრია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი

მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანჰესის მომავალი ჯერაც ბუნდოვანია - სახელმწიფოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელების ინტერესს ინარჩუნებენ - მისი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი 2021 წლის შემოდგომაზე პროექტიდან ინვესტორის გასვლასთან ერთად დამთავრდა. მას შემდეგ, რაც 2022 წლის გაზაფხულზე ENKA-მ სამშენებლო მოედნები დაშალა, რიონის ხეობა დატოვა საპროტესტო მოძრაობამაც. რამდენიმე თვის წინ დასრულდა მედიაციის პროცესიც, რომელშიც სახელმწიფოს წარმომადგენლები და სამოქალაქო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. სასამართლო დავების გარდა, რომლებიც ჯერაც გრძელდება, წინააღდეგობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულებულია.

თუმცა, წინააღდეგობის დასრულებასთან ერთად დგება ორწლიანი პროცესის გააზრების და შეფასების დრო. ჩვენი ონლაინ დისკუსიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება: საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სხვადასხვა აქტორების გამოცდილების გაზიარებას და მასში სამომავლოდ მნიშვნელოვანი მიგნებების გამოკვეთას.

  • რა შევიტყვეთ ქართული სახელმწიფოს შესახებ ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესის შუქზე?
  • რისი სწავლა შეუძლიათ ამ მაგალითზე საჯარო ინტერესებისთვის მებრძოლ სხვა ჯგუფებს და ორგანიზაციებს?
  • როგორ შეიძლება ითარგმნოს ნამახვანჰესის გამოცდილება უფრო სამართლიან, დემოკრატიულ ენერგეტიკულ პოლიტიკაში?

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“