საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
19მაი
19 მაისს, 14:00 საათზე, "კოალიცია თანასწორობისთვის" ფეისბუქ გვერდზე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ 2019 წლის ანგარიშის კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა.
"კოალიცია თანასწორობისთვის" რიგით მეოთხე, 2019 წლის ანგარიშში - "დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში", მოცემულია 2019 წელს ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული სურათი (ანგარიშის ელექტრონული ვერსია - https://bit.ly/3bIisWX)
ანგარიშის ერთი თავი ეძღვნება საქართველოს კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას. პრეზენტაციაზე მიმოხილული იქნება 2019 წლის განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები, ამ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობა და პრობლემები. დისკუსიის ფარგლებში განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს მდგომარეობა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროაქტიული ჩართულობით.
მომხსენებლები:
ანგარიშში გაანალიზებულია 2019 წლის ტენდენციები, რომლებმაც გავლენა იქონია ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, აქ ნაჩვენებია ის წინგადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, პრაქტიკას და მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიურ ყოფას.
ინსტრუქცია