საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

20დეკ
20 დეკემბერს ,,ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” პოლიციის საქმიანობაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.
კვლევა, EMC-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზზე დაყრდნობით, მიმოიხილავს პოლიციის საქმიანობაში არასათანადო მოპყრობის განმაპირობებელ ფაქტორებს. დოკუმენტი ასევე, მოიცავს საერთაშორისო სტანდარტებსა და რამდენიმე ქვეყნის კარგი პრაქტიკის მიდგომებს.
კველბის მხედვით, ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის პრევენციას მნიშვნელოვნად ართულებს ის ფაქტი, რომ პოლიციელისა და მოქალაქის ურთიერთობის დოკუმენტირება არ ხდება არც ვიდეო და ხშირ შემთხვევაში, არც რაიმე სხვა საშუალებით, რაც მოქალაქის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, საქმის გამოძიებას მნიშვნელოვნად აფერხებს. გარდა ამისა, პრობლემურია ისიც, რომ არ ხდება პოლიციის თანამშრომლების სათანადო გადამზადება ძალის გადამეტების პრევენციასთან დაკავშირებით.
კვლევის მიხედვით, პოლიციის საქმიანობაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:
კვლევაში ორგანიზაციას წარმოდგენილი აქვს რეკომენდაციები არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე.
EMC-ის პოზიციით, სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მოქალაქესთან სამართალდამცავების კონტაქტის ტექნიკური თუ სხვა საშუალებით ასახვაზე. ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული პროცესუალური კანონმდებლობა. არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისთვის, მეტი დრო უნდა დაეთმოს სამართალდამცავთა სწავლებასა და გადამზადებას.
ინსტრუქცია