საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
03აგვ
3 აგვისტოს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარადგინა ყოველწლიური ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ნარკოპოლიტიკის შესახებ.
ანგარიში აანალიზებს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობას. ანაგარიშის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მეტწილად კვლავ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებასა და მიწოდების შეზღუდვისკენაა მიმართული. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკულ სამოქმედო გეგმაში ხაზგასმულია კანონმდებლობის დახვეწის საჭიროება, 2022 წელს ნარკოდანაშაულის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა.
ავტორებმა საანგარიშო წლის ოთხი ძირითადი ტენდენცია გამოაკვეთეს:
კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა საკანონმდებლო ბაზისა და პრაქტიკის ანალიზს. ავტორებმა აგრეთვე შეისწავლეს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია და საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დარგის ექსპერტებმა, სათემო და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები და კვლევის პროცესში შემუშავებული ზოგიერთი რეკომენდაცია.
ნარკოპოლიტიკის ჩრდილოვანი ანგარიში ააშკარავებს მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ ასახვას ჰპოვებს. ანგარიში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის გატარების აუცილებლობას.
ნარკოპოლიტიკის წლიური ჩრდილოვანი ანგარიში მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის ცვლილებების მხარდაჭერას მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების დასანერგად. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: ღია საზოგადოების საქართველოს ფონდი - OSGF (კოორდინატორი), სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი, ალტერნატივა საქართველო, საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია, ნაბიჯი მომავლისკენ და ქსენონი.
ინსტრუქცია