საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
12დეკ
12 დეკემბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა.
„ორმხრივი გამოტოვების ადგილები - უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში“ და "გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალების გამოწვევები და საჭიროებები".
პირველი კვლევა ცხადყოფს, რომ გაჭიანურებულ კონფლიქტს მძიმე შედეგები აქვს გალსა და ახალგორში მაცხოვრებელი ადამიანების ყოფაზე. მათი უფლებები ირღვევა არაერთი მიმართულებით, როგორიც არის: გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, უსაფრთხოება და სხვა ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.
მეორე კვლევიდან კი გამოჩნდა, რომ გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ქალები მწვავე სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე დგანან, ხოლო მათი საჭიროებები და გამკლავების მექანიზმები კაცებისგან განსხვავებულია. ადამიანური უსაფრთხოების რისკებთან ერთად, ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრები ქალებისთვის უდიდესი პრობლემაა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, რასაც ხელს უწყობს კონფლიქტისგან გამოწვეული სტრესი და ქალების ეკონომიკური დაუცველობა.
ინსტრუქცია