საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული, ქ.თბილისი
ვებგვერდი: http://ewmi-prolog.org
Facebook: EWMIPROLoG
EWMI-PROLoG-ის მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხებზე და აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულებით კოალიციურ საქმიანობაში.
EWMI-PROLoG-ის ხელშეწყობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე ახორციელებს ჩაგრული ჯგუფებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობ პროექტებს. ეს პროექტები არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვის, ასევე ლგბტი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიული სამართალწარმოების, მათი ცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერების საქმიანობებს ითვალისწინებს.
ამასთან სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჩართულია EWMI-PROLOG-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგსა და ახალ გეგმაში ყოვლისმომცველი ვალდებულებების გათვალისწინების ადვოკატირებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრის სამუშაო თემებს რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობისა და ინტეგრაციის საკითხები წარმოადგენს.
ინსტრუქცია