[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ჩვენ შესახებ / დონორები

დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი - NED

Library Image

მისამართი: კრწანისის ქ. 51, თბილისი

2013 წლიდან NED მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროექტებს, რომელიც კრიტიკული პოლიტიკური აზრის წარმოებაზე, სამოქალაქო აქტივისტური ჯგუფების გაძლიერებასა და აკადემიური და აქტივისტური რესურსების კოლაბორაციაზე იყო მიმართული.

განხორციელებული პროექტები მოიცავდა ახალგაზრდა აქტივისტებისთვის სააზროვნო სივრცის - პლატფორმის შექმნას, რომლის მიზანი საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გააზრება და ტექსტების, სოციალური არტისა და სხვა აქტივისტური საშუალებების გამოყენებით კრიტიკული იდეების და სოლიდარობის მნიშვნელობის რეპრეზენტაცია იყო.

პროექტების ფარგლებში შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტექსტებისა და ანალიტიკური სტატიების, ასევე არტისტული ნაშრომების მომზადება და გამოცემა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“