საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ კანონის მიღების პროცესში შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელშეწყობით და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
კოალიციის მიზანია ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობა. აგრეთვე, სხვადასხვა ჯგუფებისთვის სამართლებრივი დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამების უზრუნველყოფის გარდა, წევრი ორგანიზაციები ყოველწლიურად ამონიტორინგებენ თანასწორობის მექანიზმების საქმიანობას და შესაბამის უწყებებს წარუდგენენ რეკომენდაციებს. წევრი ორგანიზაციები ინტენსიურად არიან ჩართული ადვოკატირების პროცესში როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებენ სხვადასხვა კამპანიას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2016-2017 წლებში კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია იყო.
ინსტრუქცია