[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ჩვენ შესახებ / კოალიციები

კამპანია - ეს შენ გეხება

Library Image
მეტი

კამპანია “ეს შენ გეხება” საზოგადოებრივი ჯგუფების ინიციატივაა, რომელიც 2012 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა, მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. კამპანია ხელმეორედ განახლდა 2014 წელს, ამჯერად ფარული მოსმენისა და მიყურადების წინააღმდეგ კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაცვლელად და მასშტაბური უკანონო მოსმენის პრაქტიკის დასასრულებლად.

2014 წლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრი კამპანიის აქტიური წევრი და მხარდამჭერია. კამპანია “ეს შენ გეხებას” ძალისხმევის შედეგად, 2016 წელს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. კამპანიის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული ფარული მიყურადების ახალი სისტემის შექმნის ადვოკატირებაში, ასევე სოციალური სამართლიანობის ცენტრს შესაძლებლობა მიეცა დღის წესრიგში დაეყენებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების საკითხები.   

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“